вторник, 2 июля 2013 г.

მანანა ორბელიანი

 ყურადღება,



საქართველოს ხელისუფლებას ინოვაციური პროექტი 

წარედგინა პრობლემატური საკითხის ირგვლივ 

იხილეთ წერილი 

აუტოფაგოთერაფია

გამოიყენებს კი საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს საკუთარი ხალხის ჯამრთელობის დაცვისა და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის თუ– კი მას, ასეთ ამოცანას გადასაჭრელად საზოგადოება უყენებს?!
ღია წერილი, რომელიც გაზეთ "საქართველო და მსოფლიო"-ს 2013 წლის 15-21 მაისის ნომერში გამოქვეყნდა და დღემდე ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

пятница, 9 апреля 2010 г.

არამართვად ინფექციურ დავადებათა წინააღმდეგ ფაგოთერაპიით, ალტერნატიული მეთოდით, მკურნალობა.

მიმდინარე ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო მზადყოფნას აცხადებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერულად დასაბუთებულ მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, პაციენტთათვის საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის ხელმისაწვდომობას., ექიმ– სპეციალისტთათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებას. ამ მიზნით საქართველოში მოწესრიგებულია საკანონმდებლო ბაზა და ჯანმრთელობის (შჯსდ) დაცვისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ შექმნილია ყველა წინაპირობა,რათა ეროვნულ აკადემიას დაქვემდებარებულ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო –კვლევ ინსტიტუტში და სხვა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა თუ საუნივერსიტეტო კათედრების შესაბამისი განყოფილებების ექიმებმა და ექიმ – სპეციალისტთა ჯგუფებმა კონკრეტული სერვერების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად შეიმუშაონ, შეაფასონ, დაამტკიცონ და დანერგონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები ( გაიდლაინდები) და მათ საფუძველზე მკაფიოდ განსაზღვრული თანმიმდევრული და ეტაპობრივი – კლინიკური მდგომარეობის სახელმწიფო მართვის სტანდარტები( პროტოკოლი).
გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე იმპლანტირება გაუკეთა მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემაში აღიარებულ არამართვადი ინფექციების ცნებას, კანონში მისი გამყარებით ეს აღიარება შესაბამისი სახელმწიფო საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსებით გამყარდა. კერძოდ, საქართველოს კანონში „ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მუხლი 3 „ბ“ პუნქტით არამართვადი ინფექციური დაავადებები (აიდ) მიჩნეულია დაავადებებად,რომელთა საწინააღმდეგოდაც არ არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები.
საქართველოში პაციენტების რაოდენობა მსგავსი ნოზოლოგიით ზრდადია, მათი სათანადო, დროული გამოკლევა და მეცნიერული მიდგომით მკურნალობა ერის ჯანმრთელობას განსაზღვრავს და ამ დაავადებათა პრევენცია საერთო ჯამში ნაკლები სახსრები უჯდება სახელმწიფოს ვინაიდან აიდ –ი ონკოდაავადებათა წინამორბედი დაავადებებია, უკანასკნელის დაფინანსება კი საქართველოში მოქმედი პარტიების პიარ აქციების საგნადაა გამხდარი, რაც არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო რთულად გადასაწყვეტს ხდის. ამასთან ერთად პრობლემა მაშტაბურია, მისი გადაწვეტა ამ პროექტის მიდგომებით თანამედროვე სამყაროს ისეთ ცნობილ მეცნიერებს აღელვებს, როგორებიც არიან, Elizabeth Kutter, Evergreen State College, Olympia, USA . .Ирья Лутсар – д.м.н., профессор представитель Европейской экспертной группы (Эстония, Тарту) Крылов В. Н. Доктор биологических наук, профессор, Государственный научно-исследовательский институт генетики и селекции промышленнных микроорганизмов, (Москва РФ) და სხვებს. იხილეთ ლიტერატურის მიმოხილვა.